სამხრეთ აფრიკელი ბრედლი ნელსონი ერთ-ერთია იმ ათასი მასწავლებლიდან, რომლებიც საქართველოში „ლინგვისტური რევოლუციის“ მოსახდენად მოიწვიეს. საპრეზიდენტო პროგრამის შესახებ მან ინტერნეტით შეიტყო. „დიდ ცვლილებებში“ მონაწილეობის მისაღებად ბრედლი სამეგრელოს პატარა სოფელში ჩადის, თუმცა იქ არც ცვლილებების ნიშნები ჩანს და არც სურვილი… სოფლის მცხოვრებლები სულ სხვა გამოწვევების წინაშე დგანან.