დაიბადა 1968 წლის 24 დეკემბერს ქ. თბილისში. 1986-1993 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე, სპეციალობით კინოსა და ტელევიზიის მხატვრობა. 1994-1997 წლებში მუშაობდა მიხეილ მინდაძის საავტორო 27-ე საშუალო სკოლაში ხელოვნების ისტორიისა და ხატვის პედაგოგად. 1998-2003 წლებში იყო სარეკლამო კომპანია ”კონას” დირექტორი, დმფუძნებელი. 2003 წლიდან არის შპს ”ტაია გრუპის” დამფუძნებელი და მისი დირექტორი.