ფილმის მთავარ გმირად შეიძლება ქარი წარმოვიდგინოთ: სიო, ქარიშხალი, ბრიზი...
ეს ფილმის ვიზუალური საფუძველია. მაყურებელმა უნდა წარმოიდგინოს შიდა ქართლის მკაცრი, შეყვითლებული ლანდშაფტი, რომ საქართველოს ეს მხარე ისე დაინახოს, როგორც ჩვენ ვხედავთ მას.
მთავარი გმირებიც შეიძლება ქარის სახეობებს შევადაროთ: თეიმურაზი მსუბუქი სიოა, მარგო – ბრიზი, ხოლო ჯაყო ძლიერი ქარია. ამ სამი ხასიათის ურთიერთობა წარმოქმნის ქარიშხალს, რომელიც წალეკვით ემუქრება ყოველივეს.