ფილმი ერთ თბილისურ ბინაში იწყება, სადაც ოთხი ბიჭი პოკერს თამაშობს. თამაშის მიწურულს ერთ–ერთი მათგანი ქალებზე იწყებს საუბარს, დანარჩენები აყვებიან და ოთახში მათი წარმოსახვის ქალი დაიხატება. აქედან ვითარდება ფილმის სიუჟეტი, სადაც ორი სამყარო იკვეთება – ირეალური და რეალური. ირეალურ სამყაროში ოთხივე ბიჭს თავისი ისტორია ეწყება წარმოსახვის ქალთან, სადაც მას ვნებით, სიყვარულით და ამავე დროს, დამამცირებლად ეპყრობიან. ფილმის ბოლოს ირეალურ სამყაროს რეალობა ცვლის და მთავარი გმირი ქალი ოთხივე ბიჭზე შურს იძიებს.