ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისი. მთავარი გმირი გია სააგარაკო დასახლებაში ავადმყოფ მამასთან ერთად ცხოვრობს. გია მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ ,,ზვიადისტებს" და იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობის აქტიური წევრია. იგი, მეგობრებთან ერთად, აპირებს პრეზიდენტ შევარდნაძის აფეთქებას. გია და სანდრო ასაფეთქებელი მოწყობილობის აწყობას შეუდგებიან.