დაიბადა 1964 წლის 14 აგვისტოს თბილისში. 1981–1982 წლებში მუშაობდა სხვადასხვა საპროექტო ინსტიტუტებში ტექნიკოს–მხაზველად. 1982–1987 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტზე. 1987–1988 წლებში მუშაობდა იმავე ინსტიტუტის ლითონთა შედუღების კათედრაზე ინჟინერ–კონსტრუქტორად, 1988–1990 წლებში – მთათუშეთის სოფელ ომალოს სკოლაში ფიზიკა–მათემატიკის მასწავლებლად, 1990–1991 წლებში – მარჯანიშვილის თეატრში რეკვიზიტორად და "ტელეფილმში" გამნათებლად. 1991–1996 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე (გიორგი შენგელაიას სახელოსნო).