ცხოვრების დინებას რაღაც მოაქვს და რაღაც მიაქვს, ის რაც რჩება, გტკივა და გზრდის- 16 წლის მეთევზე ბიჭს მდინარის მოპირდაპირე მხარეს ქუჩაში მდგომი მხიარული მეძავი გოგონა შეუყვარდება. ვნებას აყოლილი პატარა ბიჭის მიერ ბინოკლით დანახული ცხოვრება, ყმაწვილის სიყვარულის შეგრძნება, როდესაც ერთმანეთში ირევა ვნება და ადამიანური სითბო. მიტოვების ტკივილი და დარჩენილი სიცარიელე, რომელიც გაბრაზებს და გზრდის.