ეს არის ფილმი დიდ ძალადობაზე, როდესაც დიდი ქვეყნები ძალადობენ პატარებზე, ეს არის ფილმი გაუთავებელი ომით დაღლილ ადამიანებზე, რომლებიც ხან სხვა ქვეყნებში გარბიან ან ფსიქიკა შელახული მოთმინებით იცავენ თავის ღირსებას.
ეს არ არის ფილმი ომზე, ეს ფილმი ძალადობით ოკუპირებულ ადამიანებზეა, რომლებიც ცდილობენ ისე გადარჩნენ, რომ ღირსება არ დაკარგონ.
ეს ფილმი ერთ რიგით ქართველ გლეხზე- რობიზონზეა, რომელის ძმა ომს სხვა ქვეყანაში გაექცა, რობიზონი კი დარჩა თავის სახლში და ცდილობს მიწის სიყვარული არ დაკარგოს, თუმცა მილიტარიზებულ გარემოსთან მარცხდება.