დიტო სამსახურიდან ,,Coffee Break"-ზე გადის და შემთხვევით დიდი ხნის უნახავ მეგობარ, ბუთას გადაეყრება. ბუთა ჰამბურგერის საჭმელად ეპატიჟება, დიტო უარზეა, მაგრამ მალევე აღმოჩნდება ბუთას მანქანაში. აქ იწყება დიტოს თავგადასავალიც. ასეთი Coffe Break-ი დიტოს არასდროს ჰქონია, რადგან საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ბუთა გაქნილი თაღლითია.