პრაღის უნივერსიტეტის სტუდენტი იან სმუდეკი ფაშისტთა საკონცენტრაციო ბანაკს თავს დააღწევს და მტრის წინააღმდეგ ბრძოლას შენიღბულად განაგრძობს. იგი კომფორტული მანქანით ჩეხეთის გზებზე გადაადგილდება, მოძრავი რადიოსადგურით ფაშისტთა დანაშაულის ფაქტებს გადასცემს და ხალხს ბრძოლისკენ მოუწოდებს. რადიოსადგური "თავისუფლება" ყოველდღე ზუსტად 12 საათზე გადის ეთერში. პატრიოტს მხარში უდგას ხალხი, რომელიც იანის მოუხელთებლობით გააფთრებულ მტერს გზა-კვალს ურევს.