დაიბადა 1900 წლის 20 იანვარს ქ. სიმფეროპოლში. 1926 წელს დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტი (ა. ლევიცკის სახელოსნო). 1935 წლიდან ხელმძღვანელობდა კამავე ინსტიტუტის საოპერატორო ფაკულტეტს. სტალინური პრემიის ლაურიატი (1947, 1951). რუსეთის ფედერაციის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1935(, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1966), სოციალისტური შრომის გმირი (1980).