დაიბადა 1924 წლის 6 თებერვალს მოსკობში. 1950 წელს დაამთავრა ბორის შუკინის სახელობის თეატრალური სასწავლებელი, 1955 წელს – ალექსი ოსტროვსკის სახელობის ლენინგრადის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. 1953–1959 წლებში იყო ლენინგრადის დრამატული თეატრების მსახიობი და რეჟისორი, იმუშავა რეჟისორად ლენინგრადის ტელევიზიაში. 1960–1968 წლებში იყო საქართველოს ტელესტუდიის მთავარი რეჟისორი. 1987 წლამდე მუშაობდა მოსკოვში, ცენტრალურ ტელევიზიაში. 1987–2004 წლებში იყო ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის მუშაკთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ინსტიტუტის საეკრანო ხელოვნების კათედრის პროფესორი.