დაიბადა 1896 წლის 22 ივლისს პეტერბურგში. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და ალექსანდრინსკის თეატრთან არსებული თეატრალური სასწავლებლის დრამატულ განყოფილებაზე იური იურევთან. დაამთავრა ოდესის პროპორშჩიკების სკოლა, ხოლო 1925 წელს – ნ. მოროზოვის კინოკურსები ლენინგრადში. მსახურობდა წითელ არმიაში. 1917 წელს არის პეტროგრადის “ზამთრის ტყის თეატრის” მსახიობი, 1918 წელს – ცნობილი ინგლისელი თეატრალური რეჟისორის გორდონ კპეგის ჯგუფში მსახიობი და რეჟისორია, 1920 წელს დაბრუნდა რუსეთში. 1943 წლიდან მუშაობდა “მოსფილმში”. სახელმწიფო პრემიების ლაურიატი (1941, 1946 და 1950 წლებში).