დაიბადა 1934 წლის 2 თებერვალს თბილისში. 1952 წელს დაამთავრა მუსიკალური სასწავლებელი. 1953-1955 წლებში სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაქანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1965 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (ალექსანდრე დოვჟენკოს და მიხეილ ჭიაურელის სახელოსნო). 1956 წლიდან სწავლის პარალელურად მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რეჟისორის ასისტენტად, 1956–1959 წლებში მემონტაჟედ, 1959– 1961 წლებში დოკუმენტური ფილმების რეჟისორად, ხოლო 1961 წლიდან იყო სტუდიის რეჟისორი და სცენარისტი. 80-იანი წლებიდან მოღვაწეობს საფრანგეთში. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979). საქართველოს სახალხო არტისტი (1984). მიღებული აქვს რუსეთის დამოუკიდებელი პრემია "ტრიუმფი" (1993), ბერლინის აკადემიის მთავარი პრემია (1995), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია (1998), საფრანგეთის აკადემიის ოქროს მედალი (1999).

ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:

მემონტაჟეა ფილმების: