ვასილ ბალანჩივაძე

24/04/1867  - 18/05/1951

დაიბადა სოფ ბანოჯაში 1867 წლის 24 აპრილს. სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ კლასიკურ გიმნაზიაში, ხატვის ნიჭით დაჯილდოებული ყმაწვილი მისმა უფროსმა ძმამ ცნობილმა კომპოზიტორმა მელიტონ ბალანჩივაძემ თბილისში რეალურ სასწავლებელში შეიყვანა და პარალელურად მიაბარა მხატვარ გ. ბაშინჯალიანს. თეატრით გატაცებული ახალგაზრდა სცენაზე პირველად 1887 წ. ვასო აბაშიძის ხელმძღვანელობით გამოვიდა. იმავე წელს შევიდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში. 1890 წლიდან დაბრუნდა თბილისში და ქართულ თეატრში დაიწყო მოღვაწეობა.1921 წ. დაინიშნა ქუთაისის თეატრის ხელმძღვანელად. 1924 წ. თბილისის სანიტგანათლების თეატრის რეჟისორი და მსახიობია. 1929 წ. ცეკავშირის მოძრავ თეატრში მიიწვიეს. 1930–35 წ.წ.მოღვაწეობდა სხვადასხვა თეატრებში. 1935–1942 წლებში მუშაობდა "სახკინმრეწვში". საქართველოს დამსახურებული არტისტი (1922). საქართველოს სახალხო არტისტი (1950).

ფილმოგრაფია