გივი სარჩიმელიძე

26/10/1929

დაიბადა 1929 წლის 26 ოქტომბერს, ქ. თბილისში. 1948 წელს დაამთავრა თბილისის მე-4 რუსული საშუალო სკოლა. 1952 წელს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. დამთავრების შემდეგ მოღვაწეობა განაგრძო ამავე ინსტიტუტში, ჯერ იყო უფროსი ლაბორანტი, ხოლო შემდგომ მსახიობისა და რეჟისორის კათედრის დოცენტი-პედაგოგი. 1969 წლიდან მუშაობს თბილისის თოჯინების თეატრში რეჟისორად, ხოლო 1970 წლიდან დღემდე არის მთავარი რეჟისორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1978).

ფილმოგრაფია