ორმაგი სახე

დრამა  

სტუდია "სამება"  

ხანგრძლივობა: 9 ნაწილი, 2380 მეტრი, 87 წუთი

გამოშვების წელი: 1997

 

დამდგმელი რეჟისორი: ლევან ანჯაფარიძე
სცენარის ავტორი: ლევან ანჯაფარიძე , გიორგი კაჭარავა
დამდგმელი ოპერატორი: იგორ ამასიისკი , გიორგი (გია) ჯაგარბეკოვი
დამდგმელი მხატვარი: დავით აფციაური
კომპოზიტორი: კაკო ვაშალომიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ლეონიდ კოსმატოვი
მონტაჟი: მარინა კოლხიდაშვილი

ნარკოტიკები, ფული, მკვლელობა, ციხე... ცოდვებით დამძიმებული, ნაადრევად დაბერებული გიოს წინაშე მოულოდნელად სულის გადარჩენისკენ მიმავალი გზა იხსნება – თურმე როგორ სჭირდება მამობრივი სიყვარული და განკურნების რწმენა მის პატარა, ხეიბარ ბიჭს, რომლის არსებობით არასდროს დაინტერესებულა. გიო შვილის ჯანმრთელობისთვის იწყებს ბრძოლას.