დაიბადა 1959 წლის 1 აპრილს ფოთში. 1985 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. 1976–1991წლებში მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რეჟისორის ასისტენტად. 1992 წლიდან დავით გიორგაძესთან ერთად დააფუძნა TV CINEMA "ARIES". 1998–2002 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე, როგორც რეჟისორი და ავტორი პოლიტიკური ტელესერიალისა "დიდების ზღაპარი". ავტორია რომანის "განკითხვის ჟამი" და წიგნების "ვინ არის იესო ქრისტე", "ბიბლიურ წინასწარმეტყველებათა აღსრულება". 2007 წლის აპრილის თვეში რიო დე ჟანეიროში (ბრაზილია) დააფუძნა საკუთარი კინოსტუდია "LILAYMA".