სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი გოგის მეგობარი ჯარისკაცები მილიციასა და ბანდიტებს შორის მომხდარ შეტაკებაში იღუპებიან. როგორც ირკვევა, საქმე ნარკოტიკებითა და ვალუტით ვაჭრობას ეხება. კოლონიიდან გაქცეული კრიმინალის დაკავების ოპერაციას გოგის კიდევ ერთი მეგობარი ეწირება. გოგი სხვას ვერაფერს გახდება და ბოროტების სათავეს, ნარკოტიკებს მოსპობს.