მორევი

დრამა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 6 ნაწილი, 1641 მეტრი, 60 წუთი

გამოშვების წელი: 1996

 

დამდგმელი რეჟისორი: რამაზ გიორგობიანი
სცენარის ავტორი: ბადრი ჭოხონელიძე , რამაზ გიორგობიანი
დამდგმელი მხატვარი: კახი ხუციშვილი , გიორგი ხუციშვილი
კომპოზიტორი: გიორგი (გოგი) ჩლაიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ა. ზილბერნიკი
მონტაჟი: ცისანა ციხისელი

დრამატული მოვლენებით აღსავსე 1992 წელი. აფხაზეთში ძმათამკვლელი ომია გაჩაღებული, თბილისში ქაოსია - ჩაბნელებული ქუჩები, უმუშევრობა, პურის რიგები, კრიმინალების თარეში, ყალბი ლოზუნგები, დემორალიზებული საზოგადოება... ამ ფონზე – თბილისური ინტელიგენტური ოჯახის მძიმე ყოფა, ჩუმი სევდა და პროტესტი საზოგადოების რღვევის მიმართ.