ოთხი შარვალი და ერთი ჩითის კაბა

მთავარი icon ფილმები  icon ოთხი შარვალი და ერთი ჩითის კაბა

ოთხი შარვალი და ერთი ჩითის კაბა

 

კომპანია ”ქართული ტელეფილმი”  

ხანგრძლივობა: 3 ნაწილი, 793 მეტრი, 29 წუთი

გამოშვების წელი: 1977

 

დამდგმელი რეჟისორი: ალექსანდრე (ალეკო) ნინუა
სცენარის ავტორი: შოთა პარკაული
დამდგმელი ოპერატორი: ტრისტან კანდელაკი
დამდგმელი მხატვარი: ვასილ არაბიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: იური კიკაბიძე
მონტაჟი: ალექსანდრა შულცი
პროდიუსერი: ვალერი დონღუზაშვილი

სოფელში ოთხი უცოლო ძმა ცხოვრობს. ჯარიდან ახლად დაბრუნებული უმცროსი ძმა სხვის დანიშნულს მოიტაცებს. როდესაც მოტაცებულის საქმრო და ნათესავები ძმების სახლ–კარის დარბევას და გოგონას ძალით წაყვანას დააპირებენ, მთელი სოფელი ფეხზე დადგება შეყვარებულების დასაცავად.