ლევანის დღიური

 

კომპანია ”ქართული ტელეფილმი”  

ხანგრძლივობა: 1 ნაწილი, 274 მეტრი, 10 წუთი

გამოშვების წელი: 1962

 

დამდგმელი რეჟისორი: ალექსანდრე (ალეკო) ნინუა
სცენარის ავტორი: ლია მატარაძე
დამდგმელი ოპერატორი: პავლე შნაიდერი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: გია ჭუბაბრია
პროდიუსერი: ოთარ ტაბაღუა
მონაწილეობენ: ლევან ჩუბინიძე

ლევანი ფრიადოსანი მოსწავლე იყო, მაგრამ ჯერ ფეხბურთმა გაიტაცა, შემდეგ მეგობრებთან გაერთო, ერთ დღეს კი ამხანაგების კარნახის იმედით საერთოდ არ იმეცადინა. დღიურმაც დააფიქსირა მისი კალაპოტიდან ამოვარდნა. მაშინღა მიხვდა ყმაწვილი თავის შეცდომას და კვლავ ჩაუჯდა წიგნებს. შედეგმაც არ დააყოვნა და ლევანის დღიურში ისევ გაჩნდა ფრიადები.