რჩეული

დრამა  

სტუდია "მერანი-ფილმი"  

ხანგრძლივობა: 11 ნაწილი, 3009 მეტრი, 110 წუთი

გამოშვების წელი: 1991

 

დამდგმელი რეჟისორი: მიხეილ (უმც) კალატოზიშვილი
სცენარის ავტორი: დავით ახობაძე , მიხეილ (უმც) კალატოზიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: არჩილ ახვლედიანი
დამდგმელი მხატვარი: თამარ ფოცხიშვილი
კომპოზიტორი: ზურაბ ნადარაია
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: დიმიტრი სურენსკი
მონტაჟი: ჯულიეტა ბეზუაშვილი

პროსპერ მერიმეს მოთხრობის "მატეო ფალკონეს“ მიხედვით. 1921 წელი, საქართველო. მთავარი გმირი, მშრომელი გლეხი ჯუნა რევოლუციური პროცესებისგან თავს შორს იჭერს, მაგრამ ბედისწერა სხვაგვარად განსჯის. მამის შინ არყოფნის დროს ჯუნას მოზარდი ვაჟი დევნილ რევოლუციონერს შეიფარებს. მდევარი რევოლუციონერის გაცემის სანაცვლოდ ბიჭს იარაღს დაპირდება. ბავშვი ცდუნებას ვერ გაუძლებს, შინ დაბრუნებული ჯუნა შვილს უღირს საქციელს არ აპატიებს – საკუთარი ხელით გამოასალმებს სიცოცხლეს.