ვალსი პეჩორაზე

დრამა  

სტუდია "ლილეო ართსი"  

ხანგრძლივობა: 11 ნაწილი, 2873 მეტრი, 105 წუთი

გამოშვების წელი: 1992

 

დამდგმელი რეჟისორი: ლანა ღოღობერიძე
სცენარის ავტორი: ზაირა არსენიშვილი , ლანა ღოღობერიძე
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი ბერიძე
დამდგმელი მხატვარი: შოთა გოგოლაშვილი , სალომე (ნუცა) ალექსი-მესხიშვილი
კომპოზიტორი: გიორგი ცინცაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ვიქტორ პიშჩალნიკოვი
მონტაჟი: სოფიო მაჩაიძე
ფესტივალები და პრიზები:
1993

ჟიურის პრიზი, ბერლინის საერთაშორისო ფესტივალი

1937 წელი. მშობლების დაპატიმრების შემდეგ უპატრონო ბავშვთა სახლში მოხვედრილი ანა თავშესაფრიდან იპარება და შინ ბრუნდება. მშობლების ბინაში წითელი კომისარი დახვდება შესახლებული. კომისრის ვალია, „ხალხის მტრების“ შვილი ბავშვთა სახლში დააბრუნოს, მაგრამ ამას ვერ აკეთებს. გოგონას შეფარებისთვის კომისარს დაასმენენ და დააპატიმრებენ... ჯალათი მსხვეპლად იქცევა. პარალელურად ვითარდება ანას ციმბირში გადასახლებული დედის ამბავი.