ოქროს ობობა

დეტექტივი  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 29 ნაწილი, 7797 მეტრი, 285 წუთი

გამოშვების წელი: 1992

 

დამდგმელი რეჟისორი: მიხეილ ანთაძე , გიორგი (გოგი) ქავთარაძე , დავით კვირცხალია
სცენარის ავტორი: მიხეილ ანთაძე , გიორგი (გოგი) ქავთარაძე , დავით კვირცხალია
დამდგმელი ოპერატორი: გივი რაჭველიშვილი
დამდგმელი მხატვარი: კახი ხუციშვილი
კომპოზიტორი: სულხან ცინცაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: იური რიშკოვი
მონაწილეობენ: მედეა ჩახავა (ნატალია) , კახი კავსაძე (ჩეჩე) , გიორგი (გოგი) ხარაბაძე (ექიმი) , რობერტ სტურუა (გამყიდველი) , ლიკა ქავჟარაძე (ელა) , ალექსანდრე (საშკა) იოსელიანი (კახი) , მურმან ჯინორია (კილაძე) , მიხეილ (უმც) ჯოჯუა (თანდილაშვილი) , დავით პაპუაშვილი (უშანგი) , გიორგი (გოგი) ქავთარაძე (ივანე გიორგაძე) , ლელა თურმანიძე (მარიკა) , დავით კვირცხალია (ტარიელი) , გეგი გუჯეჯიანი (მამუკა) , ნუგზარ ცომაია (კარლო) , ლია გუდაძე (ჟანა) , ლეილა ყიფიანი (ანა) , გივი ჩუგუაშვილი (ჩორნა) , ოთარ ეგაძე (სილოვანი) , ზურაბ ყიფშიძე (დოცენტი გუჯაბიძე) , გურამ საღარაძე (პროფ. ზუბაშვილი) , ფლორა (ფეოდოსია) შედანია (ბაბულია) , ელდარ სახლთხუციშვილი (ზემლიანსკი) , ნანი ჩიქვინიძე (ნანა) , თემურ შოთაძე (გრუნტმანი) , ალექსანდრე (სანდრო) თედიაშვილი (უფროსი გრუნტმანი) , ქეთევან ფანცხავა (გრუნტმანის ცოლი) , ელენე (ბაკა) კვირცხალია (ნინიკო) , მიხეილ ანთაძე (დანგაძე) , კარლო ღლონტი (ბჟალავა) , თამარ სხირტლაძე (ზინა) , მანანა დავითაშვილი (იულია) , ლელა ბიჩინაშვილი (ლია) , რევაზ თავართქილაძე (მანაშეროვი) , პაატა ბარათაშვილი (კვაჩახია) , ვასილ რცხილაძე (შალიკო) , ალექსანდრე (სანდრო) სავიცკი (კოლონიის უფროსი) , იმედა კახიანი (ბუიშვილი) , შოთა მშვენიერაძე (გენადი) , თემურ კალანდაძე (ინგოროყვა) , კონსტანტინე (კოტე) თოლორაია (შამშე) , ბერდია ინწკირველი (პტიცა) , გივი სავანელი (ცაცია) , ოთარ ზაუტაშვილი (მუზეუმის დირექტორი) , მიხეილ ვაშაძე (პროფ. ტორონჯაძე) , ბონდო გოგინავა (პროფ. აფციაური) , ქართლოს მარადიშვილი (ბრმა) , ვიქტორ ნინიძე (სერჟანტი) , დავით უფლისაშვილი (რიგითი) , გივი თოხაძე (გამომძიებელი) , ლეო (ლევან) ფილფანი (ბიგურზა) , ფრიდონ გულედანი (მირანგულა) , კოტე კიკაბიძე (ცირკის დირექტორი) , თემურ ლაკია (ბორია) , ნუგზარ ტაბატაძე (მაძებარი) , ნავრიკ კალოიანი (კოლია) , გიორგი დადიანი (კარბელაშვილი) , დავით კუპრაძე (ბექნუ)

რთული საქმე შეხვდა გამომძიებელ გიორგაძეს, სახეზეა მძიმე დანაშაულები – გაფლანგვა, ძარცვა, მკვლელობა. დამნაშავეთა ხლართებში, როგორც ობობას ქსელში, უამრავი ადამიანია გაბმული. გაბოროტებული ბანდა თავისიანებსაც აღარ ინდობს.