დაიბადა 1933 წლის 22 აპრილს, ქ. თბილისში. 1951 წელს დაამთავრა თბილისის მე-19 საშუალო სკოლა, 1956 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. 1956-1957 წლებში იყო სოხუმის ქართული თეატრის, ხოლო 1957 წლიდან კი რუსთაველის თეატრის მსახიობი.