ლეონარდო

კომედია / დრამა  

სტუდია "+ 1" (პლიუს ერთი)  

ხანგრძლივობა: 9 ნაწილი, 2462 მეტრი, 90 წუთი

გამოშვების წელი: 1993

 

დამდგმელი რეჟისორი: დავით ნაცვლიშვილი
სცენარის ავტორი: დავით ნაცვლიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: გენო ჩირაძე
დამდგმელი მხატვარი: მალხაზ კუხაშვილი
კომპოზიტორი: გიორგი (გოგი) ჩლაიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ა. ზილბერნიკი
მონტაჟი: ჯულიეტა წოწონავა

ფილმი გროტესკული ხერხებით ასახავს ლეონარდოს გარდაცვალების ამბავს. ახლობლები გასვენებისთვის ტრადიციულ მზადებას იწყებენ, "გარდაცვლილი" კი არხეინად "დასეირნობს" ქალაქის ქუჩებში და ინტერესით ადევნებს თვალს საკუთარი დაკრძალვის სამზადისს.


ფილმში ასევე მონაწილეობენ - მუსიკოსები საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს სიმფონიური ორკესტრი ხელმძღვანელი გივი აზმაიფარაშვილი,
ლეონარდოს მეგობარი - ზურაბ ხელაია ასრულებს საკუთარ სიმღერას.