ჩაკლული სული

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 8 ნაწილი, 2189 მეტრი, 80 წუთი

გამოშვების წელი: 1994

 

დამდგმელი რეჟისორი: ყარამან (გუგული) მგელაძე
სცენარის ავტორი: ყარამან (გუგული) მგელაძე , რეზო კვესელავა
დამდგმელი ოპერატორი: გენო ჩირაძე
დამდგმელი მხატვარი: გივი გიგაური
კომპოზიტორი: თეიმურაზ მუჯირი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: იური რიშკოვი
მონაწილეობენ: მურმან ჯინორია (თამაზ ენგური) , ლიკა ქავჟარაძე (ნატო წერეთელი) , ზურაბ ყიფშიძე (არტურ ბერზინი) , ნუგზარ ყურაშვილი (ნიკო ბრეგაძე) , გელა (ბაჩი) ლეჟავა (ლევან ყიფიანი) , გივი ბარათაშვილი (სტუდიის დირექტორი) , ვაჟა გელაშვილი (რაფიკა) , ვალერი ხარიუტჩენკო (ივანოვი) , ზურაბ მაღალაშვილი (გივი) , გიორგი (გოგი) მარგველაშვილი (ციხის გამომძიებელი) , ყარამან (გუგული) მგელაძე (ბახია) , ზეინაბ ბოცვაძე (ლევანის დედა)

ფილმი ინტელიგენციის იმ თაობის მწარე ხვედრს წარმოაჩენს, რომელიც იდეოლოგიურ დესპოტიზმს დაუპირისპირდა. პოლიტიკურ შეხედულებათა თავისუფალი გამოხატვისთვის პოეტ თამაზ ენგურს შინსახკომის ჯურღმულში გამოამწყვდევენ. ძალადობა, ციხეში ნანახი და განცდილი მის სულს მძიმე დაღს დაასვამს, საპატიმროდან გათავისუფლებული თამაზი გულის შეტევით კვდება.


გადაღებულია გრიგოლ რობაქიძის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით.