თბილისი ჩემი სახლია

მელოდრამა  

სტუდია "სხივი"  

ხანგრძლივობა: 10 ნაწილი, 2736 მეტრი, 100 წუთი

გამოშვების წელი: 1994

 

დამდგმელი რეჟისორი: ერეკლე ბადურაშვილი
სცენარის ავტორი: ლეილა ბეროშვილი
დამდგმელი ოპერატორი: ნუგზარ ნოზაძე
დამდგმელი მხატვარი: ნიკოლოზ (ნიკუშა) შენგელაია
კომპოზიტორი: გიორგი ცინცაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: იური რიშკოვი
მონტაჟი: მ. ბახტაძე

მეოცნებე გოგონას პირველი სიყვარული არ გაუმართლებს – თანასოფლელი ბიჭი მიატოვებს. გოგონა ოჯახის წევრების საყვედურებს, შერცხვენილ ყოფას ვეღარ უძლებს და ახალი ცხოვრების დაწყების იმედით ქალაქში მიდის. არც ქალაქი დაინდობს. საკუთარი ადგილის დამკვიდრებისთვის ამაო ბრძოლა ახალგაზრდა ქალს სულიერ, საბოლოოდ კი ფიზიკურ განადგურებამდე მიიყვანს.