ხიზნები

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 9 ნაწილი, 2462 მეტრი, 90 წუთი

გამოშვების წელი: 1995

 

დამდგმელი რეჟისორი: ლეილა გორდელაძე
სცენარის ავტორი: ამირან ჭიჭინაძე , ლეილა გორდელაძე
დამდგმელი ოპერატორი: იგორ კრეპსი
დამდგმელი მხატვარი: ლაშა სულაკაური
კომპოზიტორი: გიორგი ცინცაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი

ლუკა და სოფო მშობლებმა რაჭაში ბიძა-ბიცოლას მიაბარეს და სამუშაოდ საზღვარგარეთ გაემგზავრნენ. ბიცოლამ ლუკა აითვალწუნა, "ქალაქელ წითელ კოჭს" არც თანატოლი ბიძაშვილი სწყალობდა, ჩაგრავდა და ამცირებდა. ლუკამ ვერ გაუძლო ასეთ მოპყრობას და სახლიდან გაიპარა, მაგრამ მოულოდნელად ოსურ-ქართული დაპირისპირების ეპიცენტრში აღმოჩნდა. საშიშ ზონაში მარტოდმარტო ხეტიალის შემდეგ ბიჭი სხვა ქართველ ლტოლვილებთან ერთად რაიონულ ცენტრში დააბრუნეს. ლუკა შეურიგდა ბიცოლას, რომელიც, სასოწარკვეთილი, სოფელ-სოფელ დაეძებდა დაკარგულ ბავშვს.