წითელი პატეფონი

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 9 ნაწილი, 2353 მეტრი, 86 წუთი

გამოშვების წელი: 1995

 

დამდგმელი რეჟისორი: დევი აბაშიძე
სცენარის ავტორი: დევი აბაშიძე
დამდგმელი ოპერატორი: აბესალომ მაისურაძე
დამდგმელი მხატვარი: ბორის ცხაკაია
კომპოზიტორი: ნუნუ გაბუნია
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ა. ზილბერნიკი

1937 წელი. ალალ, მომლხენ გლეხ დანიელასთან საღამოობით პატეფონის მოსასმენად მეზობლები იკრიბებოდნენ. შურიანი თანასოფლელის დაბეზღება შინსახკომის ორგანოებში საკმარისი აღმოჩნდა, რომ დანიელასთვის ბელადის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობის აბსურდული ბრალდება წაეყენებინათ. უწყინარი გლეხი ციმბირის გულაგში გადაასახლეს.