კედელი

 

სახტელერადიო  

ხანგრძლივობა: 2 ნაწილი, 400 მეტრი, 14 წუთი

გამოშვების წელი: 1966

 

დამდგმელი რეჟისორი: ალექსანდრე (ალეკო) ნინუა
სცენარის ავტორი: გიორგი სანადირაძე
დამდგმელი ოპერატორი: პავლე შნაიდერი
დამდგმელი მხატვარი: დინარა ნოდია
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: იური კიკაბიძე
მონტაჟი: ალექსანდრა შულცი
ფესტივალები და პრიზები:
1967

პირველი ხარისხის დიპლომი საუკეთესო მხატვრული ტელეფილმისათვის ამიერკავკასიისა და უკრაინის სატელევიზიო და მხატვრული ფილმების ზონალურ ფესტივალზე, ქ. თბილისი

1967

პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის სატელევიზიო ფილმების II საკავშირო ფესტივალზე, ქ. მოსკოვი

ფილმი მოგვითხრობს როგორ იბადება მოზარდებში პირველი ლამაზი გრძნობა – ერთმანეთისადმი ლტოლვა, სიმპატია, ნდობა. მათი დამაკავშირებელი კედელია, სადაც აღიბეჭდება ბიჭისა და გოგონას ურთიერთობის ყველა მომენტი.

მუსიკალური გამფორმებელი: აკაკი ლეჟავა
პროდიუსერი: ილია კობიძე