კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ჟიურის დიდი პრიზი, მონტე-კარლოს სატელევიზიო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი
მეფის რუსეთის ოფიცერი ჟილინი მოხუცი დედის სანახავად კავკასიიდან სამშობლოში გაემგზავრება. მას და ოფიცერ კოსტილინს გზად მთიელები შეიპყრობენ, აულში გადამალავენ და გამოსასყიდის მოთხოვნით ახლობლებთან წერილის გაგზავნას აიძულებენ. მთიელი გოგონა დინა ტყვეებს მალულად საჭმელს აწვდის. ჟილინი აულში ნდობას მოიპოვებს, კოსტილინთან ერთად გაიპარება, მაგრამ გაქცეულებს შეიპყრობენ და ორმოში ჩაყრიან. სასოწარკვეთილი ტყვეები დინასგან გაიგებენ, რომ მათ დახოცვას უპირებენ. გოგონა ჟილინს ორმოდან ამოსვლაში დაეხმარება და სამშვიდობოს გააპარებს.
გადაღებულია ლევ ტოლსტოის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით