გზაჯვარედინი

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 4 ნაწილი, 985 მეტრი, 36 წუთი

გამოშვების წელი: 1991

 

დამდგმელი რეჟისორი: ლევან კიტია
სცენარის ავტორი: ლევან კიტია , კოტე ჯანდიერი , კახა თოლორდავა
დამდგმელი ოპერატორი: არჩილ ახვლედიანი
დამდგმელი მხატვარი: გია მირზაშვილი
კომპოზიტორი: რეზო კიკნაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: გ. რეისგოფი
მონტაჟი: გულნარა (გულიკო) ომიაძე , მარინა კოლხიდაშვილი , ნანა ბახტაძე
ფესტივალები და პრიზები:
1991

პრიზი ”ბრინჯაოს ამფორა” – მონტეკატინის (იტალია) საერთაშორისო კინოფესტივალი

1989 წლის 9 აპრილის შემდგომი ღამე. კომენდანტის საათი. ჩაბნელებულ ქუჩებში სამხედროები ”ბეტეერებით” დაქრიან. ასეთ დროს ქუჩაში აღმოჩნდება ახალგაზრდა კომპოზიტორი, რომელსაც მხოლოდ თავისი შემოქმედება აღელვებს და არეულობაში გარევა არ უნდა. მაგრამ ეს ღამე მას თითქოს ცხოვრების გზაჯვარედინთან მიიყვანს – როდესაც ვიღაცას აპატიმრებენ, ვიღაცის სისხლით ხელები ესვრება, რეალობა მისგან კონკრეტული პოზიციის გამოხატვას ითხოვს.