მიახლოება

დრამა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 9 ნაწილი, 2485 მეტრი, 90 წუთი

გამოშვების წელი: 1989

 

დამდგმელი რეჟისორი: ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი
სცენარის ავტორი: ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი , ნუგზარ შატაიძე
დამდგმელი ოპერატორი: არჩილ ფილიპაშვილი
დამდგმელი მხატვარი: ნოშრევან ნიკოლაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ა. ზილბერნიკი
ფესტივალები და პრიზები:
1990

საერთაშორისო ევანგელისტური კინოცენტრის პრიზი, მიუნჰენის (გფრ) საერთაშორისო კინოფესტივალი

ოჯახის ცხოვრება მონოტონურად მიედინება. დედ–მამისა და შვილების ურთიერთობა ყოფითი წვრილმანებით და არაფრისმთქმელი ფრაზებით შემოიფარგლება. ვითარება იცვლება, როდესაც ირკვევა, რომ ოჯახს მემკვიდრეობით სოფლის სახლი ერგება, მაგრამ ნათესავებს შორის შეიძლება მოცილეებიც გამოჩნდნენ. იწყება სკივრებში ძველი ალბომების და საბუთების ძებნა, იხლართება ინტრიგები...