დახატული წრე

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 9 ნაწილი, 2370 მეტრი, 86 წუთი

გამოშვების წელი: 1988

 

დამდგმელი რეჟისორი: დიმიტრი (დიტო) ცინცაძე
სცენარის ავტორი: გივი (ბესო) ოდიშარია , დიმიტრი (დიტო) ცინცაძე
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი ბერიძე
დამდგმელი მხატვარი: თეიმურაზ არჯევანიძე , ნიკოლოზ (ნიკუშა) შენგელაია
კომპოზიტორი: გიორგი ცინცაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი
მონტაჟი: სოფიო მაჩაიძე

ცნობილი მკურნალი-ექსტრასენსი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ სხვათა ცხოვრების მესაიდუმლეს, საკუთარ შვილთან სულიერი კონტაქტი სრულიად დაუკარგავს. ვაჟის თავშესაფარი კრიმინალური სამყარო გამხდარა. შვილის დასახმარებლად მამა იძულებული გახდება ზნეობრივი კომპრომისი დაუშვას - სამართალდამცავებს სავარაუდო დამნაშავის დადგენაში დაეხმაროს და იგი ჰიპნოზის ზემოქმედების ქვეშ გამოტეხოს.