პლიაჟის ავაზაკი

კრიმინალური  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 7 ნაწილი, 1874 მეტრი, 68 წუთი

გამოშვების წელი: 1987

 

დამდგმელი რეჟისორი: ნანა მჭედლიძე
სცენარის ავტორი: სულიკო ჟღენტი
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი ჭელიძე
დამდგმელი მხატვარი: მალხაზ დეკანოიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი
მონტაჟი: ჯულიეტა ბეზუაშვილი

მარტოხელა, ღატაკი ბიკენტი უპატრონო ძაღლს, "პლაჟის ავაზაკს" დაიმეგობრებს. ამ დღიდან მისი ცხოვრება შეიცვლება. ძაღლი პლაჟზე მყოფ დამსვენებლებს სხვადასხვა ნივთებს და ფულს პარავს და ბიკენტისთან მიარბენინებს. ბიკენტი შვილიან ქალს, მზეხას გაიცნობს. მზეხა ბიკენტის შემოსავლის წყაროს დაადგენს და მასზე გულს აიყრის. უზნეობას ძაღლიც იგრძნობს და პატრონს მიატოვებს. "შემოსავლის" გარეშე დარჩენილ ბიკენტის მევალეები ყველაფერს წაართმევენ. იგი კვლავ ღატაკ მარტოხელად გადაიქცევა.