დედუნა

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 7 ნაწილი, 1779 მეტრი, 64 წუთი

გამოშვების წელი: 1985

 

დამდგმელი რეჟისორი: დავით ჯანელიძე
სცენარის ავტორი: რევაზ ინანიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: ლერი მაჩაიძე
დამდგმელი მხატვარი: შოთა გოგოლაშვილი , მალხაზ დეკანოიძე
კომპოზიტორი: იაკობ ბობოხიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ლეონიდ კოსმატოვი
მონტაჟი: სოფიო მაჩაიძე , თამარ ნაფეტვარიძე
ფესტივალები და პრიზები:
1986

გრან-პრი, მანჰეიმის (გფრ) საერთაშორისო კინოფესტივალი

1992

გრან-პრი "ოქროს ანტიგონე", მონპელიეს (საფრანგეთი) საერთაშორისო კინოფესტივალი

დედით ობოლი დედუნა, პატარა დიასახლისი, დაცარიელებულ სოფელში მამასთან ერთად ცხოვრობს. დედის კაბებს იცვამს და გზას გასცქერის, თითქოს ვიღაცას ელის. ერთხელ მამა ღამის გასათევად ობოლ ბიჭს მოიყვანს, რომელიც ინტერნატიდან პაპისა და დიდედის სანახავად წამოსულა. ბიჭი მეორე დილით გზას გააგრძელებს, დედუნას კი ფიქრი უჩნდება, თითქოს ამიერიდან მასაც ჰყავს გულშემატკივარი ძმა, რომელიც გაჭირვების დროს მის გვერდით გაჩნდება.


ფილმში გამოყენებულია ფრანც პეტერ შუბერტის მუსიკა