ანდერძი

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 4 ნაწილი, 1067 მეტრი, 39 წუთი

გამოშვების წელი: 1982

 

დამდგმელი რეჟისორი: ნანა დვალიშვილი
სცენარის ავტორი: რევაზ ინანიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: მიხეილ მედნიკოვი
დამდგმელი მხატვარი: შოთა გოგოლაშვილი
კომპოზიტორი: იაკობ ბობოხიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ლეონიდ კოსმატოვი

ზამთარი მოახლოვდა. ხელმოკლე ახალგაზრდა ცოლ-ქმარი შეშის მჭრელს გაურიგდა. მოხუცმა საღამომდე ხერხა შეშა და ცოლ-ქმარს სამუშაოს გაგრძელებას დილისთვის შეპირდა. ბერიკაცი არც მეორე დილას და აღარც შემდეგ გამოჩენილა. გულდაწყვეტილ ცოლ-ქმარს მოხუცის შვილიშვილმა მოაკითხა. პაპა გარდაცვლოდა - ანდერძად დაებარებინა, თავი არ შეერცხვინა და დარჩენილი შეშა მის ნაცვლად დაეხერხა.