გაზაფხული გადის

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 7 ნაწილი, 1915 მეტრი, 69 წუთი

გამოშვების წელი: 1983

 

დამდგმელი რეჟისორი: ნოდარ მანაგაძე
სცენარის ავტორი: ნოდარ მანაგაძე
დამდგმელი ოპერატორი: აბესალომ მაისურაძე
დამდგმელი მხატვარი: შოთა გოგოლაშვილი
კომპოზიტორი: ნოდარ გაბუნია
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: შალვა გეგელაშვილი , ოჰანეს მაგაკიანი
მონტაჟი: ნელი დევნოზაშვილი

ფილმის მთავარი გმირი, ახალგაზრდა მწერალი ვაჟა გურამ რჩეულიშვილის ტრანსკრიბირებულ სახეს წარმოადგენს. ის, როგორც გურამი, მოგზაური და თავგადასავალთა მაძიებელია, ჩრდილში ყოფნას, ჩვეულებრივი მოკვდავის უფერულ ცხოვრებას ვერასდროს შეეგუება. სადაც არ უნდა იყოს – ხევსურეთში, ალავერდის ტაძრის გუმბათზე თუ აფხაზეთის ზღვის სანაპიროზე, გურამ-ვაჟას სწამს, რომ "ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში".