ბანდიტი აგურის ქარხნიდან

მთავარი icon ფილმები  icon ბანდიტი აგურის ქარხნიდან

ბანდიტი აგურის ქარხნიდან

სათავგადასავლო / ლირიული კომედია  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 9 ნაწილი, 2530 მეტრი, 91 წუთი

გამოშვების წელი: 1983

 

დამდგმელი რეჟისორი: გიორგი (გია) მატარაძე
სცენარის ავტორი: ლევან ჭელიძე , გიორგი (გია) მატარაძე
დამდგმელი ოპერატორი: ნიკოლოზ სუხიშვილი
დამდგმელი მხატვარი: ჯემალ მირზაშვილი
კომპოზიტორი: ვახტანგ კახიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: გ. რეისგოფი
მონტაჟი: გულნარა (გულიკო) ომიაძე
მონაწილეობენ: გია გამყრელიძე-ძნელაძე (ფხინკო) , ზაქარია (ზაზა) კოლელიშვილი (ჯანო) , მარინა კახიანი (თინა) , ია ვახტანგიშვილი (დარეჯანი) , გურამ ღოღობერიძე (ძია ჟორა) , კახი კავსაძე (ქარხნის დირექტორი) , ზურაბ ქაფიანიძე (გოგია ინსპექტორი) , ალექსანდრე ტურიაშვილი (ზემდეგი მიტო) , იოსებ (სოსო) ლაღიძე (გაიოზი ლეიტენანტი) , ბაია (ბარბარე) დვალიშვილი (ქეთი სართანია) , ქეთევან აბულაძე (მირიანის ცოლი) , ვანო გოგიტიძე (მირიანი ფეხბურთელი) , დავით პაპუაშვილი (ლოჩიაშვილი) , მარინე თბილელი (ფხინკოს დედა) , ტრისტან სარალიძე (გაბო მძღოლი) , რუსლან მიქაბერიძე (გარსევან ჭკადუა) , ნათია გოგოჭური (სვანი ქალი) , ჯემალ ღაღანიძე , გივი (გურამ) ფირცხალავა , იოსებ (სოსო) ჯაჭვლიანი , დავით უფლისაშვილი , გიორგი (გია) ბურჯანაძე , ოთარ ოთარაშვილი , ზურაბ რცხილაძე , ნათია კავსაძე , ვ. მატარაძე , დავით ჩხიკვაძე , ნოდარ გელაშვილი , ჯემალ ნიორაძე , დალი მაცაბერიძე , ბერდია ინწკირველი , ოთარ ზაუტაშვილი , ნათია მთვარელაშვილი , ხ. არაბული , გიორგი სულხანიშვილი , ნ. ბექაური , ლევან ჭელიძე , ვალერი შატაკიშვილი , გივი ჩუგუაშვილი , გიგა ჯაფარიძე , ნ. კვიციანი

სატვირთო მანქანით მიმავალი ვაჟა, იგივე ფხინკო, გზად მოჩხუბრებს გადაეყრება. ნაცემ ახალგაზრდას თავდამსხმელებისგან იხსნის, სოფელში ჩაიყვანს და სამუშაოდ აგურის ქარხანაში მოაწყობს. მალე ჯანო ქარხნიდან აგურს მოიპარავს და მიიმალება. ფხინკო მის არაერთ სხვა თაღლითობასაც შეიტყობს. ჯანოს კვალის ძებნაში ვაჟა ობოლ გოგონას გაიცნობს, ცოლობას შესთავაზებს და თბილისში შეხვედრაზე დაითანხმებს. ფხინკო ჯანოს ნამდვილ ვინაობას დაადგენს, კახეთში ჩააკითხავს და გალახავს. ჯანო-რობერტის ცემისთვის დაპატიმრებული ფხინკო მილიციის თანამშრომლებს სთხოვს, მცირე ხნით თბილისში გაუშვან. მილიციელები, რომლებმაც კარგად იციან თაღლითი რობერტის საქმეები, ფხინკოს თბილისში პაემანის ადგილას ჩაიყვანენ და საცოლესთან შეხვედრის საშუალებას მისცემენ.


მეორე სახელია "თუ გირტყამენ – გაიქეცი"