გზა შინისაკენ

დრამა / იგავი  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 8 ნაწილი, 2110 მეტრი, 76 წუთი

გამოშვების წელი: 1981

 

დამდგმელი რეჟისორი: ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი
სცენარის ავტორი: ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი , ერლომ ახვლედიანი , რეზო კვესელავა
დამდგმელი ოპერატორი: არჩილ ფილიპაშვილი
დამდგმელი მხატვარი: ამირ კაკაბაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: კონსტანტინე კუზნეცოვი
მონტაჟი: ნელი დევნოზაშვილი

მტრის მიერ მშობლიური მიწიდან არაერთგზის განდევნილი სამხრეთი საქართველოს მკვიდრები სხვადასხვა გზებით თუ ბილიკებით, მცირე ჯგუფებად თუ სათითაოდ, შინ დაბრუნებას ცდილობენ. ნაწილი შოდის ხეობაში იკრიბება და მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთიანდება. შინ ბრუნდება ახალგაზრდა მწიგნობარი ანთიმოზიც, მაგრამ მის სახლს უცხო ენაზე მოლაპარაკე "სხვა" ხალხი დაპატრონებია. ანთიმოზის დაბრუნება ცნობიერებაშეცვლილ, გადაგვარებულ ბევრ შინაურსაც არ აწყობს. მას კლავენ.