ბილიკები ცაში

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 7 ნაწილი, 1816 მეტრი, 66 წუთი

გამოშვების წელი: 1981

 

დამდგმელი რეჟისორი: ზურაბ თუთბერიძე
სცენარის ავტორი: ვალერიან სულაკაური , რევაზ ჭარხალაშვილი
დამდგმელი ოპერატორი: იგორ ამასიისკი
დამდგმელი მხატვარი: შოთა გოგოლაშვილი
კომპოზიტორი: ალექსანდრე რაქვიაშვილი , ზურაბ ნადარაია
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: დიმიტრი სურენსკი
მონტაჟი: ნელი დევნოზაშვილი

ვერტმფრენის პილოტს გურამს თელავი-ომალოს რთულ საჰაერო ტრასაზე ყოველდღიურად არაერთი მგზავრი გადაყავს. ეს საჰაერო ტრასა ერთადერთი გზაა, რომელიც მთაში გამომწყვდეულ თუშეთს გარე სამყაროსთან აკავშირებს. რაც დრო გადის, მით უფრო მრავლდება თუშეთში დაცარიელებული სოფლების და მიტოვებული სახლების რიცხვი.