თითქმის ორი თვე

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 7 ნაწილი, 2113 მეტრი, 76 წუთი

გამოშვების წელი: 1980

 

დამდგმელი რეჟისორი: რამაზ გიორგობიანი
სცენარის ავტორი: ბადრი ჭოხონელიძე , ავთანდილ ჩხიკვიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: მიხეილ მედნიკოვი
დამდგმელი მხატვარი: ნიკოლოზ ზანდუკელი
კომპოზიტორი: გიორგი (გოგი) ჩლაიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი
მონტაჟი: ნაზი (ლეილა) მუხიგულაშვილი

ქართველი სტუდენტები ზაფხულის შრომით სემესტრს მსხვილი საწარმოო ობიექტისა და საბავშვო ბაღის მშენებლობაზე ატარებენ სმოლენსკის რაიონში. ერთმანეთს ენაცვლება შრომისა და დასვენების ამსახველი ეპიზოდები, განსხვავებული ხასიათის ახალგაზრდები თანაცხოვრებას ეჩვევიან, პიროვნებებად ყალიბდებიან.