კარიერი

ლირიული დრამა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 8 ნაწილი, 2156 მეტრი, 78 წუთი

გამოშვების წელი: 1979

 

დამდგმელი რეჟისორი: პავლე ჩარკვიანი
სცენარის ავტორი: გივი (ბესო) ოდიშარია , პავლე ჩარკვიანი
დამდგმელი ოპერატორი: გივი რაჭველიშვილი
დამდგმელი მხატვარი: ქრისტესია ლებანიძე
კომპოზიტორი: გია ყანჩელი , ჯანსუღ კახიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: დავით კანდელაკი
მონტაჟი: ნუნუ თავბერიძე

ჯუნა მუხრანელს ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ კარიერზე სამუშაოდ გაანაწილებენ. ადგილზე ჩასულს გეოლოგის მოვალეობის შესრულების ნაცვლად დროებით ჭაბურღილის ოსტატობას შესთავაზებენ, ბინას საერთო საცხოვრებელში მიუჩენენ. ნიჭიერ ახალგაზრდას ამგვარი პერსპექტივა არ ხიბლავს. გულგრილობას მუშებიც შეატყობენ. გამოსაცდელად დაზიანებული ტექნიკის შეკეთებას სთხოვენ. ჯუნა მანქანას იოლად შეაკეთებს და მათ თავის პროფესიონალიზმში დაარწმუნებს. მშრომელ და გულღია ადამიანებთან ურთიერთობა ჯუნას ცინიკურ დამოკიდებულებას შეცვლის, მუშებიც შეიყვარებენ. მალე თავისუფალი შტატიც გამოჩნდება და ჯუნას ადმინისტრაციაში გეოლოგად გადაიყვანენ.