შესვენება

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 2 ნაწილი, 567 მეტრი, 20 წუთი

გამოშვების წელი: 1978

 

დამდგმელი რეჟისორი: ბაადურ წულაძე
სცენარის ავტორი: ლევან ჭელიძე
დამდგმელი ოპერატორი: ოთარ ჭუმბურიძე
დამდგმელი მხატვარი: ვაჟა ჯალაღანია
კომპოზიტორი: ნუგზარ ვაწაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ალექსანდრე გალპერინი
მონტაჟი: ლილი დაროვსკაია

ერთ-ერთი სოლიდური დაწესებულების ახალგაზრდები დასვენების ჟამს, თავშესაქცევად, სიმაღლეში ხტომაში გაეჯიბრებიან ერთმანეთს. ყველას საინფორმაციო განყოფილების თანამშრომელი ეკა აჯობებს. ჭადრაკის ერთობლივ სეანსშიც ქალი გახდება გამარჯვებული. დირექტორის გასაკვირად, მდივანი გოგონაც ჭიდაობით აღმოჩნდება გატაცებული. დაწესებულების თანამშრომლები ქალაქგარეთ მოაწყობენ ექსკურსიას. გოგონები მამაკაცებს სპორტის სხვა სახეობებშიც დაამარცხებენ.