ფედია

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 3 ნაწილი, 761 მეტრი, 27 წუთი

გამოშვების წელი: 1977

 

დამდგმელი რეჟისორი: ყარამან (გუგული) მგელაძე
სცენარის ავტორი: რეზო ჭეიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი ჭელიძე
დამდგმელი მხატვარი: ნიკოლოზ ყაზბეგი
კომპოზიტორი: ნუგზარ ვაწაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი
მონტაჟი: ნაზი (ლეილა) მუხიგულაშვილი

რუსი ფედია და ქართველი შალიკო მეორე მსოფლიო ომის ფრონტზე მხარდამხარ იბრძოდნენ. დრომ მათ მეგობრობას ვერაფერი დააკლო. წლების შემდეგ ფედია მეგობარს საქართველოში ეწვევა.