ნუცა

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 3 ნაწილი, 692 მეტრი, 25 წუთი

გამოშვების წელი: 1971

 

დამდგმელი რეჟისორი: ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი
სცენარის ავტორი: რევაზ ინანიშვილი , ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი
დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე მღებრიშვილი
დამდგმელი მხატვარი: ამირ კაკაბაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: კონსტანტინე კუზნეცოვი

მოხუცი ქალბატონის გარდაცვალების შემდეგ მის მიერ სამადლოდ გაზრდილი ობოლი გოგონა ნუცა მფარველის გარეშე რჩება. დედის დაკრძალვაზე ჩამოსული ახალგაზრდა ბატონი უპატრონო გოგონას ნამუსს ახდის. დაფეხმძიმებულ ნუცას ღატაკ სიმონას მიათხოვებენ. ერთხელ ნასვამი სიმონა ნაცემ-ნაბეგვი დაბრუნდება შინ და ჯავრს ნუცაზე იყრის. ცხოვრებისგან გატანჯული ნუცა თავს მოიკლავს.


გადაღებულია მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა "უპატრონოს" მიხედვით