მეზობლები

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 3 ნაწილი, 791 მეტრი, 29 წუთი

გამოშვების წელი: 1971

 

დამდგმელი რეჟისორი: რევაზ ჭარხალაშვილი
სცენარის ავტორი: რევაზ ჭარხალაშვილი
დამდგმელი ოპერატორი: იგორ ამასიისკი
დამდგმელი მხატვარი: გივი გიგაური
კომპოზიტორი: გია ყანჩელი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ალექსანდრე გალპერინი
მონტაჟი: მარიამ ფრიდონოვა

იპოლიტე და ბაგრატა სანაშენე ღორის ყიდვაში ერთმანეთს ეცილებიან. იპოლიტე ბაგრატას აჯობებს, ღორს იყიდის და ბაგრატას არაფრით აღარ დაუთმობს. ვაჭრობაში გართულები გვიან შენიშნავენ ღორის დაცემას, რომელსაც ჭაჭიანი ჩენჩო უჭამია. იპოლიტე იფიქრებს, ჭირიანი ყოფილაო და რომ არ იზარალოს, ღორს დაკლავს და მეზობელს მიყიდის. მეზობელი ორივეს სუკებით გაუმასპინძლდება და ღამესაც გაათევინებს. იპოლიტე მიხვდება, რომ ღორი ჭირიანი არ ყოფილა, ფულთან ერთად დარჩენილ ხორცსაც გაიტაცებს და გაიპარება.


გადაღებულია აკაკი ბელიაშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით