მოხეტიალე რაინდები

კომედია  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 7 ნაწილი, 1975 მეტრი, 71 წუთი

გამოშვების წელი: 1975

 

დამდგმელი რეჟისორი: თემურ ფალავანდიშვილი
სცენარის ავტორი: რევაზ (რეზო) გაბრიაძე
დამდგმელი ოპერატორი: დუდარ მარგიევი
დამდგმელი მხატვარი: შოთა გოგოლაშვილი
კომპოზიტორი: გია ყანჩელი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი , ი. ავდეევი
მონტაჟი: ჯულიეტა წოწონავა , ეკატერინე (ეკა) გურამიშვილი
პროდიუსერი: შოთა ლაფერაძე

რედაქციას აცნობებენ, რომ თუ ათ დღეში მათი კუთვნილი მოტოციკლი სამიათას კილომეტრს არ დაფარავს, მანქანას ჩამოართმევენ. მოტოციკლის ტარება სტაჟიორ სანდროს გარდა არავინ იცის. სანდრო მეგობარ მიტოს და ბაბუა არდალიონს გაიყოლებს და მოგზაურობას შეუდგება. გზაში ბევრი საინტერესო რამ გადახდებათ თავს. არდალიონი არქეოლოგებს გაიცნობს და, მათი საქმიანობით მოხიბლული, გათხრებზე დარჩება. სანდრო და მიტოც გაიყრებიან – ერთი ტრაქტორისტების, მეორე კი მარტოხელა გლეხის დასახმარებლად დარჩება. მოტოციკლს, რომელიც ამ მოგზაურობაში კილომეტრების საჭირო ნორმას შეასრულებს, რედაქციაში სატვირთო მანქანით დააბრუნებენ.